1.პროექტის სახელი:ხელოვნებაა თავად უკვდავება
2პროექტის მოკლე აღწერა: სვეტიცხოველი, როგორც ქართველი ერის სულიერების და კულტურის უპირველესი ძეგლი
3.პროექტის სრული აღწერა :სვეტიცხოვლის ტაძარის 1000 წლისთავი სრულდება.ეს უკვდავი ქმნილება ამშვენებს სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან იუბილესთან დაკავშირებით მცხეთის მოსწავლეები განსაკუთრებულად ემზადებიან.მათ შორის ჩვენც. მრავალმხრივ ღონისძიებათა შორის არის ჩვენი სასწავლო პროექტი.
სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ სამუშაოები პროექტის სხვადასხვა კუთხით გაშუქებისათვის :
პირველ ჯგუფს–სვეტიცხოვლის ტაძრის დაარსების ისტორია.
მეორე ჯგუფს–ამჟამად არსებული ტაძრის არქიტექტურული აღწერილობა
მესამე ჯგუფს–სვეტიცხოველი ქართულ ხელოვნებასა და მწერლობაში
ჯგუფის წევრებს შორის ხდება ძირითადი თემის დიფერენცირებულ საკითხებზე მუშაობა.
4.მონაწილეთა ასაკი :15 წელი
5.ხანგძლივობა :ერთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები :დაგეგმვა,კვლევა (ლიტერატურის დამუშავება,მასალების მოძიება,თვალსაჩინოების შექმნა,მოძიებული მასალის დამუშავება, ანალიზი)
7.მოსალოდნელი შედეგი :მოსწავლეები ეუფლებიან ლიტერატურაზე მუშაობის უნარ–ჩვევებს,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მასალის მოძიებისა და დამუშავებისათვის ამავე ტექნოლოგიებით თვალსაჩინოების შექმნას და პრეზენტაციის მომზადებას.უვითარდებათ კომუნიკაბელობა და ურთიერთობის პოზიტიური უნარები.
8.სამუშაო ენა :ქართული.
9.სარგებელი სხვებისათვის :პრეზენტაციის დროს იქ დამსწრე პირები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას თემის ირგვლივ.ნახავენ ილუსტრაციებს ,აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს.მიიღებენ სულიერ სიამოვნებას,ამაღლდება მათი პატრიოტული გრძნობები.
10.საგნებთან კავშირი :ქართული ლიტერატურა,ხელოვნება.
11.პროექტის ავტორი: მარინა კიკნაძე
12.ავტორის ელ.ფოსტა :marinakiknaze@gmail.com
13.პროექტის ბლოგი:marinakiknaze.blogspot.com
No comments:
Post a Comment